სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგეს
08.08.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა გრიგოლიასთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ზვიად მიხანაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულს გმირებს პატივი მიაგო
08.08.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნას დაესწრნენ.
კახა კახიშვილი პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციას შეხვდა
27.07.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტს ჯერი მაკნელისა და გენერალურ მდივანს ვილემ ვან დერ ბრუგეს შეხვდა. მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტი გამოავლინა
13.07.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის - ფსიქოტროპული ნივთიერების გადაცემის ფაქტი გამოვლინდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიებს აცხადებს
12.07.2017
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატურებზე ვაკანსიებს აცხადებს. ვაკანსიები არასამთავრობო ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების კვოტით ცხადდება და არაანაზღაურებადია.
მთავარი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებსა და საქართველოს ფრენბურთის ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა მ.თ-მ ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების მე-9 ცერემონია "ელექტრონავტ 2016"- ში მიიღო მონაწილეობა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კალათბურთელებსა და მსჯავრდებულებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდა.