იუსტიციის მინისტრის საახალწლო სიურპრიზი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ბავშვებისათვის
01.01.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობამ, ასევე სასჯელაღსრულების N11 დაწესებულების თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ბავშვებისათვის საახალწლო სიურპრიზი მოამზადეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით,   ამანათების  მიღებას იწყებს
27.12.2018
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
მწვავე საკადრო დეფიციტის გამო არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სპეციალური პენიტენციური სამსახური  საბადრაგო სამმართველოში 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს
10.12.2018
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ბადრაგთა მცირერიცხოვნობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად საბადრაგო სამმართველოში 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსი ცხადდება როგორც ბადრაგებზე, ისე საბადრაგო სამმართველოს მძღოლებისა და სასამართლო სხდომის ბადრაგის (ყარაულის) პოზიციაზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
04.12.2018
სპეციალური პენიტენციური სამსახური მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს აქციას "გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე" შეუერთდა. აქციის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გაიღეს.
თეა წულუკიანი საფრანგეთის იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სისტემაში სამუშაო შეხვედრებს მართავს
20.11.2018
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში სამუშაო ვიზიტი მინისტრის კაბინეტის დირექტორთან, მატიე ერონდართან შეხვედრით დაიწყო.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ
09.10.2018
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში და ყველა ბრალდებულსა და ყველა მსჯავრდებულს საპატიმროში მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა.
01.01.2019
იუსტიციის მინისტრის საახალწლო სიურპრიზი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ბავშვებისათვის
27.12.2018
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს
10.12.2018
მწვავე საკადრო დეფიციტის გამო არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სპეციალური პენიტენციური სამსახური საბადრაგო სამმართველოში 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს
04.12.2018
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
20.11.2018
თეა წულუკიანი საფრანგეთის იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სისტემაში სამუშაო შეხვედრებს მართავს
09.10.2018
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ
მთავარი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს თხუთმეტივე სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებაში და ყველა ბრალდებულსა და ყველა მსჯავრდებულს საპატიმროში მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის ელენე ხურციძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

2018 წლის 3 ოქტომბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატებს 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაცია და კვლევების შედეგების სრული ასლები გაუგზავნა (25 ფურცელი და 3 CD დისკი მატერიალური სახით). აქვე აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის უფლებების დამცველებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტაციის ხელზე გატანაც შესთავაზა, თუმცა ისინი დოკუმენტების მისაღებად ამ დრომდე არ გამოცხადებულან.

2018 წლის 26 სექტემბერს კლინიკაში "ავერსი" ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ჰორნერის სინდრომის დაავადება რეგრესირებს და, როგორც მსჯავრდებული ექიმებთან თავადვე ადასტურებს, 2 კვირაა, რაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა როგორც სუნთქვის პრობლემების, ასევე თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ.