კახა კახიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში, ასევე, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელობის მემორიალი გაიხსნა. მემორიალზე 104 სამხედრო მოსამსახურის სახელი და გვარია დატანილი, რომლებიც IV მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობდნენ.

ქართული ჯარის დაარსებიდან 26 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 30 აპრილიდან კი არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო.

FaceBook Twitter Google