N11 დაწესებულებაში მაგიდის ჩოგბურთში მინი ტურნირი ჩატარდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან მინი ტურნირი გამართეს.

სტუმრებმა თამაშის დასრულების შემდეგ დაწესებულებას საჩუქრად მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები და ბურთები გადასცეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად თანამშრობლობს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციასთან და არაერთ სპორტულ ღონისძიებას მართავს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს სპორტულ აქტივობებს, რომლის მიზანი მსჯავრდებულთა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

FaceBook Twitter Google