N17 დაწესებულებაში ფრენბურთის მატჩი ჩატარდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებსა და საქართველოს ფრენბურთის ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
ფრენბურთის ფედერაციამ ღონისძიებაზე მსჯავრდებულებს საჩუქრად ბურთები გადასცა.

ფრენბურთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ გენადი გორდაძის განცხადებით, ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება მსგავსი სპროტული შეხვედრების ორგანიზებაში.

სპორტული აქტივობები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში რეგულარულად ხორციელდება და მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და ფრენბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

FaceBook Twitter Google