სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა გრიგოლიასთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმაც მიიღეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

"შინდისი ის ადგილია, სადაც 9 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრი იყო. ამ ბიჭებმა სამშობლოს სიყვარულისა და გმირობის უპრეცენდენტო მაგალითი აჩვენეს. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ და მათ ოჯახებს მადლობას ვეუბნებით ასეთი გმირების აღზრდისთვის,"-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პირობით მსჯავრდებულებმა მარნეულსა და ბათუმშიც მიაგეს პატივი.

FaceBook Twitter Google