თბილისში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა
თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში საქართველო-სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის მეორე ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მონაწილეებს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მიმართეს და ორ ქვეყანას შორის ადამიანის უფლებებისა და სამართლის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობზე ისაუბრეს.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა აღნიშნა, ფორუმის მიზანი ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება და პენიტენციურ სისტემაში არსებული რეფორმების გაცნობაა.

„ჩვენ ვსაუბრობთ სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე და იმ მიღწეულ შედეგებზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ასევე, ჩვენს მეზობელ სომხეთს საქართველოს გამოცდილებას ვუზიარებთ“- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა დავით არუთინიანმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ორ ქვეყანას აქვს და საქართველო-სომხეთის სამართლებრივი საკითხების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ქართულ-სომხური სამართლებლივი საკითხების ფორუმი, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენთვის. ორივე ქვეყანას აქვს ერთნაირი მემკვიდრეობა. ჩვენ გვაქს მსგავსი გამოწვევები, და რა თქმა უნდა ჩვენს მიერ შემუშავებული გადაწტვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლობისთვის, არამედ ორივე ქვეყნის სამართლებრივი საკითხების განვითარებისთვის. პირველი ფორუმი 2 წლის წინ გაიმართა და მას შემდეგ ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ. იმედი მაქვს მომავალში უფრო გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას,“- განაცხადა სომხეთის იუსტიციის მინისტრმა.

„საქართველო - სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი“ რიგით მეორეა და ის 2015 წელს ერევანში ჩატარდა.

FaceBook Twitter Google