სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ის გამოცდილებას ეცნობიან
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიწვევით ამერიკაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ.  უწყების 10 თანამშრომელი კვალიფიკაციას კოლორადოს შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში აიმაღლებს.

ვიზიტის მიზანია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი მართვისა და კონტროლის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემისთვის მნიშვნელოვანია მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. ამ მხრივ, აღსანიშნავია INL-ის მხარდაჭერა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

უწყების თანამშრომლები საქართველოში 6 ნოემბერს დაბრუნდებიან.

FaceBook Twitter Google