შაშის ტურნირი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მონაწილებით შაშის ტურნირი ჩატარდა.

ტურნირი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით შაშის ფედერაციამ ჩაატარა, შესაბამისად, დაწესებულებას შაშის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა გიგლემიანი და ფედერაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

ტურნირში 12 მსჯავრდებული მონაწილეობდა. საბოლოოდ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვნენ. შაშის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მსჯავრდებულები, ასევე, შაშის დაფებითა და სიგელებით დაასაჩუქრა.


FaceBook Twitter Google