გლოვის დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შენობებზე დროშები დაეშვა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციულ და მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა შენობაზე, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობა, მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილებს გლოვობს. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.



FaceBook Twitter Google