საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმაცია
კატეგორიის დასახელება განახლების თარიღი
1. ზოგადი ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3. საკადრო უზრუნველყოფა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
4. შესყიდვები და პრივატიზება ქვეყნდება კვარტალურად
5. ფინანსები და ხარჯთაღრიცხვა ქვეყნდება კვარტალურად/ყოველწლიურად
6. სამართლებრივი აქტები ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში
7. სხვა საჯარო ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში




საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

ნებისმიერ პირს (ფიზიკურს და იურიდიულს, საჯარო დაწესებულებას) აქვს უფლება მიმართოს სამინისტროს და მოითხოვოს ამ უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაცია. საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია,
გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი სამინისტროში წარადგენს წერილობით განცხადებას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, კერძოდ, საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული
განცხადების ფორმის შევსების გზით და მისი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე (adarakhvelidze@moc.gov.ge) გაგზავნით.

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა.

საჯარო ინფორმაციის ასლები ხელმისაწვდომია და დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის (მოსაკრებლის) ანაზღაურებისა (“საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად);