რეფორმები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა, რომელიც სისტემის დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებულ უწყებად გარდაქმნას უზრუნველყოფს.

რეფორმის ფარგლებში:

  • 40-მდე კანონში შევიდა ცვლილება და დაიწერა ერთი ახალი კანონი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ.
  • ლიკვიდირებულ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მოხდა მისი ინტეგრაცია სამინისტროში.
  • სამინისტროს შიდა სტრუქტურა ორ ნაწილად გაიყო: სამოქალაქო სამსახური და სპეციალურ პენიტენციური სამსახური. გაიმიჯნა სამოქალაქო თანამდებობების და სპეციალური წოდების მქონე პერსონალი.
  • გადაიჭრა დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა, გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა.
  • მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართობი 2 კვ.მ-დან 4 კვ.მ-მდე გაიზარდა.
  • საქართველოს სახალხო დამცველსა და პრევენციის ჯგუფის წარმომადგენლებს 2016 წლის 1 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭება.
  • შემუშავდა და დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა, რაც მსჯავრდებულთა წარმატებული რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.
  • ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებებს დაემატა ორი ახალი დაბალი და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებები.
  • შემუშავდა და დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა.
  • გაიზარდა ნახევრად ღია დაწესებულებაში მყოფ პატიმართა პაემნების რაოდენობა. ასევე, გაფართოვდა მნახველთა წრე.
  • სოციალურად დაუცველებისთვის ხანგრძლივი პაემანი უფასო გახდა, არასრულწლოვანთა ხანგრძლივი პაემნის ღირებულება განახევრებულია.
  • არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება ტრანსფორმირდა სარეაბილიტაციო დაწესებულებად. არასრულწლოვნებისთვის წახალისების ფორმები გაფართოვდა.
  • გამოიცა მსჯავრდებულთა სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებისა და მათი შრომის ანაზღაურების საკითხების მომწესრიგებელი დოკუმენტი.
  • გამოიცა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების მომწესრიგებელი ბრძანება. დაზუსტდა სპეციალური საშუალებების გამოყენების გარემოებები და საფუძვლები. სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციებისა და მათი რეკომენდაციების გაზიარების შედეგად, სამინისტრომ უარი თქვა ელექტროშოკის გამოყენებაზე.
  • მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანი გახდება უფასო.
  • მუშავდება მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაყიდონ მათ მიერ შექმნილი ნივთები და მიიღონ შესაბამისი საფასური.
  • სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური სამსახური გარდაიქმნა სამოქალაქო ტიპის სამსახურად.
  • ევროპული გამოცდილების შესაბამისად იქმნება ციხეების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციის სამართლებრივი საფუძველი, იცვლება ციხის შიდა სტრუქტურა და მართვის წესი.
  • სამინისტროსთან შეიქმნა სპეციალური საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტიან დიალოგს.
  • შეიქმნა შიდა მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცალკეულ დარღვევებზე რეაგირებას, არამედ პრევენციულ სისტემურ მონიტორინგს.
  • გაძლიერდა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გაუქმდა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია .
  • 2017 წლის პირველ იანვრამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა მოსამსახურე სავალდებულო გადამზადების კურსს გაივლის სახელმწიფოს ხარჯზე.
  • მოხდა უსაფრთხოების სამსახურების მოდერნიზაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაინერგა საქმიანობის ახალი მეთოდები.
  • შეიქმნა ძლიერი ანალიტიკური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სისტემაში სხვადასხვა ქვედანაყოფის მიერ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს.
  • გაძლიერდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებები.
  • მნიშვნელოვნად შემცირდა ადმინისტრაციული წარმოების ვადები.
  • სამარტოო საკანში მსჯავრდებულის/ ბრალდებულის ყოფნის ვადა 20 დღიდან 14 დღემდე შემცირდა.
  • შემუშავდა და დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის განვითარების 2014-2017 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
  • პირველად პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში, შემუშავდა და დამტკიცდა სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სტანდარტი.
  • პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი100%-ით გაიზარდა.
  • განახლდა და დამტკიცდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, რომელიც 12 განსხვავებულ რაციონს აწესებს სხვადასხვა საჭიროების მქონე პატიმართა ჯგუფებისთვის, 3-ჯერადი კვებითი უზრუნველყოფის შენარჩუნებით.
  • გაუქმდა ე.წ. „ფუქსები“ და „კარანტინი“ და ამოქმედდა გონივრული მიღებისა და განთავსების თანამედროვე განყოფილება, სადაც ერთ სივრცეშია უზრუნველყოფილი უსაფრთხოების, სამედიცინო შემოწმების, ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისა და კრიზისის მართვისთვის აუცილებელი ღონისძიებები.
  • სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთ პენიტენციურ დაწესებულებას.
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე დაინერგა ახალი არასაპატიმრო სასჯელის სახე _ შინაპატიმრობა, რომელიც ინიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.
FaceBook Twitter Google