თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება

 

 

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებული არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვალათ. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ასევე, განთავსდებიან პირები, ვისაც სასამართლო თავისუფლების შეზღუდვას შეუფარდებს (ამოქმედდება 2017 წლის იანვრიდან).

დაწესებულების ძირითად მიზანს მსჯავრდებულის საზოგადოებაში რეინტეგრაცია, რეაბილიტაცია და გათავისუფლებისთვის მომზადება წარმოადგენს.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 2014 წლის 3 ივნისს გაიხსნა.

 

 

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების დადებითი მხარე

  • მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადება
  • პატიმრობაზე დამოკიდებულების მოხსნა
  • ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევა
  • მსჯავრდებულთა ინტენსიური რეაბილიტაცია
  • მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადება
  • დასაქმების მოტივაციის ამაღლება
  • სამომავლო ცხოვრების დაგეგმვის, უნარ-ჩვევების ამაღლება
  • თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შექმნა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციის - თავისუფლების შეზღუდვის, რეალიზების საშუალებას იძლევა
  • თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება გამიჯნულია პენიტენციური სისტემისგან.



კონტროლი და ზედამხედველობა

 

  • კონტროლდება საწარმოთა საქმიანობის ხარისხი
  • ტარდება დაწესებულების ვიდეო მონიტორინგი

 

 



ინფრასტრუქტურა


ტერიტორიაზე ფუნქციონირებს

 

  • 75–100 მსჯავრდებულზე გათვალისწინებული საცხოვრებელი კომპლექსი
  • სარეაბილიტაციო ცენტრი
  • მრავალპროფილიანი საწარმოო შენობა

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პურის საცხობი ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა

  • საკონტროლო გამშვები პუნქტი
  • სპორტული მოედნები (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი)
  • ღია ეზო (სასეირნო ბილიკები, პაემნების ადგილი)
  • შეხვედრების ოთახი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი
  • მაღაზია
  • სამრეცხაო
  • კომპიუტერული კლასი
  • მოსასვენებელი ოთახი
  • ბიბლიოთეკა

 

სასწავლო ოთახი

 

დაწესებულების პირობები

  • დაწესებულებაში განთავსებულ პირებს, დღის განრიგის მიხედვით, შეზღუდული არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება
  • ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, თავისუფლებაშეზღუდულებს შესაძლებლობა აქვთ, შაბათ-კვირას დატოვონ დაწესებულების ტერიტორია და წავიდნენ ოჯახებში
  • თავისუფლებაშეზღუდულებს, შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პროფილის საწარმოში
  • თავისუფლებაშეზღუდულებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ სხვადასხვა პროფესია
  • თავისუფლებაშეზღუდულები სარგებლობენ პაემნის უფლებით
  • თავისუფლებაშეზღუდულები სარგებლობენ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით

 

სპორტული დარბაზი

 

მსჯავრდებულთა საცხოვრებელი


თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებული პირებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სასწავლო პროგრამები:

  • ელექტრიკოსი
  • მეფილე - მომპირკეთებლი
  • ბუღალტერი
  • კომპიუტერული ინჟინერი
  • სტილისტი
  • მემინანქრე

თავისუფლებაშეზღუდული პირები ერთვებიან შემდეგ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსებში:

  • მსჯავრდებულთა სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე ზრუნვა
  • სტრესის მართვა
  • ფსიქოდრამა
  • ძალადობის რაობა
  • მსჯავრდებულების გათავისუფლებისთვის მომზადება

სოციალური საწარმო ყოფილი ნარკომომხმარებელი პრობაციონერებისთვის


კახა კახიშვილი სოციალურ საწარმოში

პრობაციის ეროვნული სააგენტოს შ.პ.ს. „პერსპექტივა“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სოციალური საწარმოს (ხის საამქროს) ფუნქციონირებას. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 98 500 შვეიცარულ ფრანკს. პროექტის ხანგრძლივობაა 2 წელი.

2 წლის განმავლობაში, 6 თვიანი შუალედით, სოციალურ საწარმოში დასაქმდება პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი მინიმუმ 25 ყოფილი ნარკომომხმარებელი პრობაციონერი. პრობაციონერების შერჩევა ხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.

საწარმოში დასაქმებამდე მოხდება მათთან გასაუბრება. პრობაციონერებთან ერთად საწარმოში იმუშავებს პროფესიონალი დურგალი, რომელიც ბენეფიციარებს შეასწავლის ხეზე მუშაობას. საწარმოში მუშაობის პროცესში ბენეფიციარები გაივლიან, როგორც თეორიულ ასევე, პრაქტიკულ სწავლებას. 6 თვის განმავლობაში ბენეფიციარები მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას.

აღნიშნული პროექტი პრობაციონერებს დაეხმარება შეიძინონ ახალი უნარები, ჰქონდეთ ანაზღაურებადი სამუშაო, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტიდან გასვლის შემდეგ ბენეფიციარები იქნებიან კონკურენტუნარიანები სამუშაო ბაზარზე, რაც მათი დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის.

FaceBook Twitter Google