ვაკანსია
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი
ვაკანსია

თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 27.02.2018
თანამდებობრივი სარგო - 1200
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო
სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებთან;
2)კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროში შემოსული საჩივრების განხილვაში,
გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა;
3) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პატიმრობის კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილით
განსაზღვრული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში;
4) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების ექსპერტიზა;
5) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების
ანალიზი, ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
6) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე
შესაბამისი რეაგირება;
7) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) სასამართლოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
ვ) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება ჩაითვლება უპირატესობად.

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
გ) საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი";
დ) საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი";
ვ) საქართველოს ორგანული კანონი "შრომის კოდექსი";
ზ) საქართველოს კანონი "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ";
თ) საქართველოს კანონი " საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
ი) საქართველოს კანონი "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი";
კ) საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
ლ) საქართველოს კანონი "სამოქალაქო კოდექსი" (წიგნი მესამე);
მ) საქართველოს კანონი "სამოქალაქო საპროცესო კოდექსი";
ნ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ";
ო) საქართველოს კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ";
პ) საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ";
ჟ) საქართველოს კანონი "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ";
რ) "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ს) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ტ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №42 ბრძანება;
უ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ფ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ქ) ციხის ევროპული წესები;
ღ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ("პეკინის წესები").

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
საკონტაქტო პირი - ნატო მიშველიძე

დამატებითი ინფორმაცია:
საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა) Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) გასაუბრება;
კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ათი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.