N7 პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N7 პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 15.03.2018წ.
თანამდებობრივი სარგო - 1120
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - არანორმირებული
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1ასრულებს ოპერატიული მორიგის მიერ გაცემულ მითითებებსა და ხელს უწყობს მას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;
2.სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე განაწილებისთვის ამზადებს სამორიგეო ცვლას, რომელიც უზრუნველყოფს ცვლის მოწყობას საგუშაგოების მიხედვით;
3.დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით,ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას;
4. ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ცვლის ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში;
5.სპეციალურად შედგენილი გადაადგილების სიების მიხედვით, ზედამხედველობა/კონტროლს უწევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სპეციალურ საკნებში/საკნებში გადაადგილებას;
6.ახორციელებს სამედიცინო პერსონალის ინფორმირებასბრალდებულის/მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ;
7. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილ მოსამსახურესთან და ოპერატიულ მორიგესთან ერთად ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირად საქმითა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის N82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი N19-ით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით;
8.ამოწმებს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას საგუშაგოებზე და შეტყობინების მიღებისას, აუცილებლობის შემთხვევაში დაუყონებლივ გადის იმ ადგილას, საიდანაც შემოვიდა შეტყობინება;
9.იღებს მის დაქვემდებარებაში მყოფ დანაყოფში განაწილებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის მითითებით, პირადი მოხმარების საგნების მიწოდების შემდგომ ათავსებს მათ სპეციალურ საკნებში/საკნებში;
10.საკნის ბარათის მეშვეობით აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა-შემოწმებას;
11.აკონტროლებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასასეირნებლად და სანიტარულ-ჰიგიენურ დამუშავებაზე გაყვანას, სამორიგეო ცვლასთან ერთად ატარებს სპეციალური საკნების/საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებლის ტექნიკურ დათვალიერებას;
12. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
• მუშაობის გაოცდილება (სასურველია);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
• ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
• მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა
• ასაკი - 18 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
ბ) საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;
გ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;
დ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
თ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
ი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
კ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ლ) ციხის ევროპული წესები;
მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
ნ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“) (არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ან შესაბამის განყოფილებაში დასაქმების შემთხვევაში).

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა) Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
5. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
FaceBook Twitter Google