N9 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი
ვაკანსია
თანამდებობის დასახელება - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი
დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 15.03.2018წ.
თანამდებობრივი სარგო - 1265
ადგილების რაოდენობა - 2
სამსახურის ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - არანორმირებული
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
1. სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს კანონმდებლობის მოთხოვნათა, პროფესიული და ეთიკის ნორმების დაცვით;
2. უშუალოდ ახორციელებს კონტროლს სარეჟიმო მოთხოვნების შესრულებაზე, დღის განრიგის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჩაცმულობისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვაზე, ორგანიზებას უკეთებს საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და შენობის სისტემატიურ შემოწმებას სანიტარულ-ჰიგიენური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
3. ორგანიზებას უწევს სამოქმედო დანაყოფზე განწესებული ინპექტორ-კონტროლიორების მიერ დასაცავი ობიექტების და შესაბამისი ინვენტარის, კერძოდ: საკნების, პალატების, ჰოლების, გასახდელების, საშხაპეების და სხვა ოთახების, კარებების, საკეტების, ინვენტარის, ცხაურების, განათების, სატელეფონო და სასიგნალიზაციო საშუალებების, საკომუნიკაციო შახტების, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, ეზოს ინვენტარის, გრძელი სკამების, ტელეფონების ბრლდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციების, ეზოში სანიაღვრეებისა და ჭების, ეზოს კარებების, ეზოს გამწვანების, ეზოს სარწყავი სისტემების, შადრევნების, აგრეთვე სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმების შემოწმებას. შემოწმების შედეგების თაობაზე უზრუნველყოფს ოქმის შედგენას. დაზიანების, ან გაუმართაობის შემთხვევაში აცნობებს ოპერატიულ მორიგეს.
4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და ბრალდებული/მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ოპერატიულ მორიგეს, იღებს შესაბამის ზომებს საფრთხის აღმოსაფხვრელად და შემდგომი მითითებისამებრ მონაწილეობს განცალკევებით მის მოთავსებაში.
5. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადებას;
6. არ უშვებს ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომელიც არ შედის მის სამსახურეობრივ უფლება მოვალეობებში;
7. კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს კორესპოდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში ადგენს დისციპლინური დარღვევის ოქმს და ამზადებს დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალებს, აღასრულებს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დაკისრებულ დისციპლინურ სახდელს;
9. კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრულ და არასრულ შემოწმებას, ასევე აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებს საკნების, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერებას;
10. თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს, ინციდენტების პრევენციისათვის, წესრიგის აღდგენისა და უზრუნველყოფის მიზნით;
11. ხელს უწყობს დაწესებულების დღის განრიგის შესრულებას;
12. უზრუნველყოფს და აკონტროლებს უფროსი ინსპექტორების და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
13. კორპუსიდან გაყვანისას (შეხვედრები, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, და ოპერატიულ მორიგესთან კოორდინაციაში უზრუნველყოფს ინსპექტორ-კონტროლიორთა მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანას და გამცილებლისათვის რაოდენობითა და სახელობით მათ მიბარებას ასევე მათ მიღებას რაოდენობითა და სახელობით.
14. უმეთვალყურეოდ დატოვებული ბარათების, საგნების, და ნივთიერებების აღმოჩენის (პოვნის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს ოპერატიულ მორიგეს და იღებს ზომებს ადგილზე მათ დასაცავად.
15. თვითმკვლელობის/თვითდაზიანების მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს,ამასთან იღებს ზომებს თვითმკვლელობის/ თვითდაზიანების აღსაკვეთად.
16. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
• სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
• ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
• მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;
• ასაკი - 18 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
ბ) საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;
გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;
ზ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
თ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ი) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
კ) ციხის ევროპული წესები;
ლ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
ნ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონი - 2312745
დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moc.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე ( ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
ა) Curriculum Vitae (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) სპეციალური შემოწმება.
4. კონკურსი ჩატარდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მისამართი - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. N27).


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
FaceBook Twitter Google